23:05 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 09:15:44, 1291 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ზურაბიშვილზე - „ნაცმოძრაობას“ არ მიმართავს ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით, როგორც შვილმკვდარ ოჯახებს მიმართა

პრეზიდენტი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოქმედებს ისე, როგორც არ მოქმედებდა მანამდე, ოთხი წლის განმავლობაში. აბსოლუტურად შეცვლილია მისი დამოკიდებულება პროცესების მიმართ, მათ შორის, მისი დამოკიდებულება ,,ნაცმოძრაობის მიმართ”, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ის ეთერში განაცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოთხი წლის წინ პრეზიდენტს აბსოლუტურად განსხვავებული, ნეგატიური დამოკიდებულება ქონდა, დღეს განწყობები შეცვლილია და ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს მასზე გარედან არსებულ პოლიტიკურ გავლენაზე მეტს.

,,გახსოვთ თქვენ მისი პერსონალური, ემოციური, ნეგატიური დამოკიდებულება ნაცმოძრაობის მიმართ, რაც აბსოლუტურად შეცვლილია. ოთხი წლის თავზე, მოხდა რაღაც, რამაც მას შეაცვლევინა ეს განწყობა. დღეს ჩვეულებრივ ხვდება ამ ადამიანებს, ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიმართავს, როგორც მიმართა იმ დღეს შვილმკვდარ დედებს, მამებს და ოჯახებს, რომლებსაც უშუალოდ მიადგა უმძიმესი ფორმით ზიანი სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან. რატომ მომივარდითო, არ ეუბნება ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს, პირიქით, იქით ეპატიჟება პრეზიდენტს რეზიდენციაში. როდესაც, შენი საპრეზიდენტო საქმიანობის ოთხი წლის თავზე, რადიკალურად ცვლი საკუთარ სტრატეგიას, ამის უკან უნდა იყოს რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ გარედან პოლიტიკური გავლენა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის მსჯელობა, რომელიც ეფუძნება გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ ამის იქით მე, ბუნებრივია, არ შევალ და ვერც შევალ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ, ყველა შემთხვევაში, საზოგადოებას მივცემთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ქვეყანაში ვითარების არ ასარევად,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics