17:50 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-29 17:06:58, 860 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია - მელიორაცია ის მიმართულებაა, სადაც დღეს, ჩვენს ფერმერებს მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდებათ

„სოფლის მეურნეობისთვის და, ზოგადად, ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მელიორაცია. მელიორაცია ის მიმართულებაა, სადაც დღეს,  განსაკუთრებით, კლიმატის ცვლილების ფონზე, ჩვენს ფერმერებს მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდებათ. მათ უნდა ჰქონდეთ სარწყავი წყლით სარგებლობის საშუალება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, არსებული  ინფრასტრუქტურის განახლება, თანამედროვე ტექნოლოგიები, წვეთოვანი სარწყავი სისტემები და სხვა საჭირო მექანიზმები. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 3.5-ჯერ არის გაზრდილი  გასარწყავებული ფართობი: 45 ათასი ჰექტრიდან 160 ათას ჰექტარზე მეტი  ფართობის მორწყვა უკვე შესაძლებელია.  ეს არის ჩვენ მიერ განხორციელებული მასშტაბური პროექტების შედეგი, თუმცა,  გასაკეთებელი კიდევ გვაქვს. აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე დონორთან  - მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, აზიის ბანკი; სავარაუდოდ, მომავალ წელს,  ამ დონორებთან უკვე გვექნება შეთანხმება.  მთლიანობაში,  დაახლოებით, 250-300 მლნ დოლარამდე ინვესტირებას ვგეგმავთ სწორედ მელიორაციის და მიწის მართვის მიმართულებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გადაცემის „ბიზნესპარტნიორი“ ეთერში სტუმრობისას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, დონორების მხრიდან გამოყოფილ თანხას დაემატება ბიუჯეტის დაფინანსება, რომელიც, დაახლოებით, 70 მლნ ლარის ფარგლებშია და ყოველწლიურად მზარდი იქნება.

„მელიორაციის მიმართულებით მსოფლიო ბანკთან ვთანამშრომლობდით. ამ სფეროში, დამატებით შემოდიან დონორები და ეს მნიშვნელოვანია. მომავალი წლების განმავლობაში,  1 მილიარდი ლარის მობილიზება ნიშნავს იმას, რომ  ჩვენ შევძლებთ განვახორციელოთ მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტები, რომლის შედეგად, როგორც გასარწყავებული ფართობები გაიზრდება, ასევე გაუმჯობესდება ფერმერების წყალუზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ გვალვის პერიოდში, როდესაც ფერმერებს ყველაზე მეტად  სჭირდებათ წყალი, ჩვენ შევძლოთ სტაბილურად მიწოდების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics