|
2022-12-29 11:23:04, 781 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ „აგრო ბუღალტერიის პროგრამაში“ მონაწილეობა ოცმა კომპანიამ მიიღო
"საქართველოს ბანკი" აგრობიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. „აგრო ბუღალტერიის პროგრამაში“ მონაწილეობა უკვე ოცმა კომპანიამ მიიღო, რომელიც პროგრამაში ჩართულ ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, სამი თვის განმავლობაში მაღალკვალიფიციური საბუღალატრო კომპანიის Nexia TA-ს მომსახურება სრულიად უფასოდ მიიღონ. ბიზნესები პროგრამაში მონაწილეობით ფინანსური აღრიცხვის სწორად წარმოებას, პროცესების გამარტივებასა და საქმიანობის მეტად განვითარებას შეძლებენ. „საქართველოს ბანკი" მუდმივად ცდილობს აგროსფეროში ჩართულ კომპანიებს მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტები შესთავაზოს, რაც ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. აგრო ბუღალტერიის პროგრამაში უკვე ოცმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ისინი მოწესრიგებული ბუღალტერიით ბიზნესპროცესებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ, რის შედეგადაც მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, რუსუდან ბარათაშვილმა ინფორმაციისთვის, „აგრო ბუღალტერია“ "საქართველოს ბანკის" სამთვიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში და ფინანსური ანგარიშგება სრულად მოაწესრიგონ. ასევე, მიიღონ საჭირო ცოდნა დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვასთან დაკავშირებით და პროექტის დასრულების შემდეგ მარტივად განაგრძონ ბუღალტერიის წარმოება. „აგრო ბუღალტერიის პროგრამა“ EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად ხორციელდება.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)