2022-12-27 16:52:14, 2105 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - უკრაინა დამპყრობლებს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან განდევნის - დაელოდეთ ფინალს
რუსეთმა რეალობას უნდა შეეგუოს - უკრაინა განახორციელებს რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაციას ბოლომდე, განდევნის დამპყრობლებს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
პოდოლიაკის თქმით, რუსეთს არც ირანისგან მიღებული შეიარაღება და საბრძოლო მასალის ძიება დაეხმარება.
"არც ტოტალური მობილიზაცია, არც საბრძოლო მასალის პანიკური ძებნა, არც ირანთან საიდუმლო კონტრაქტები და არც ლავროვის მუქარა არ დაეხმარება. რუსეთი რეალობას უნდა შეეგუოს. უკრაინა განახორციელებს რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაციას ბოლომდე, განდევნის დამპყრობლებს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან. ჩუმად დაელოდეთ ფინალს...",- განაცხადა პოდოლიაკმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,