01:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-26 22:13:32, 1085 ნახვა

პოლიტიკა
მასიმო დანჯელო - თუ სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალა, საქართველოს არასდროს მიიღებენ ევროკავშირში

ევროკავშირმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილს მიიღებენ ევროკავშირში სამკურნალოდ. თუ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალა, საქართველოს სახელმწიფოს არასდროს მიიღებენ ევროკავშირში, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მასიმო დანჯელომ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეყოვნება ყოველგვარი საჭიროების გარეშე, იქნება სრული უსამართლობა და მიგვყვანს უდროვო გარდაცვალებამდე.

"საქართველოს სახელმწიფოს დაედება ამის კვალი სამუდამოდ. ევროკავშირმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილს მიიღებენ ევროკავშირში სამკურნალოდ. თუ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალა, საქართველოს სახელმწიფოს არასდროს მიიღებენ ევროკავშირში. ამას გააჩნია მასიური ეფექტი თვითონ ქვეყანაზე. ძალზედ ნათელია, თუ შევხედავთ სააკაშვილის ფოტოებს და სურათებს, გვანახებენ ადამიანს, რომელიც არის გატეხილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან სწრაფად უარესდება, ამ პროცესის შეყოვნება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეს იქნება სრული უსამართლობა და მიგვიყვანს უდროო გარდაცვალებამდე, ქვეყნის ერთ-ერთი დიდი ლიდერის, რომელმაც ქვეყანას მისცა სახე და დასავლეთის სამყაროში შეიყვანა" - განაცხადა მასიმო დანჯელომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics