|
2022-12-25 13:52:36, 1803 ნახვა
რეგიონი
ბათუმში დღეს საახალწლო კონცერტი გაიმართება და ევროპის მოედანზე მთავარი ნაძვის ხე აინთება
ბათუმში საახალწლო კონცერტი დღეს, 25 დეკემბერს 18:00 დან დაიწყება, მთავარი ნაძვის ხე, ევროპის მოედანზე, 20:00 საათზე აინთება. საზეიმო კონცერტი 18:00 საათიდან დაიწყება. საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფი ლურჯი იალქანი და პარამიტა. ხოლო 20:00 საათზე, ნაძვის ხის ანთების შემდეგ, გაიმართება გალაკონცერტი. ღონისძიებაზე მსმენელის წინაში წარდგებიან რანინა და ზვიად ბოლქვაძე ბენდთან ერთად. დღესვე გაიხსნება „საახალწლო ეზო" და გამოფენები. საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ევროპის მოედანზე გაიმართება, სადაც სხვადასხვა კულტურული და საბავშვო ღონისძიება, მუსიკალური წარმოდგენები და გასართობი პროგრამებია დაგეგმილი. ხოლო 30 დეკემბრის ჩათვლით, ბათუმის ქუჩებში საახალწლო ქარავანი იმოძრავებს. რაც შეეხება გალა კონცერტებს, ტრადიციულად, 31 დეკემბრის ღამესა და 7 იანვარს გაიმართება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი 25 დეკემბერს 18:00 დან ღამის 2 საათამდე უფასოდ იმოძრავებს.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)