07:00 - 06 Jun, 2026
|
2022-12-24 20:25:25, 4736 ნახვა
High - Tech
რუსმა ოკუპანტებმა ცნობილი თამაშის S.T.A.L.K.E.R-ის ერთ-ერთი შემქმნელი ბახმუტთან მოკლეს
დღეს ცნობილი გახდა თამაშის S.T.A.L.K.E.R-ის ერთ-ერთი შემქმნელის, ვლადიმირ ეჟოვის გარდაცვალების შესახებ. უკრაინელი თამაშის დიზაინერის გარდაცვალების შესახებ სამხედრო ექსპერტმა იგალ ლევინმა განაცხადა. წინასწარი ინფორმაციით, ეჟოვი ბახმუტთან ახლოს რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს. ვლადიმირ ეჟოვი კომპიუტერულ მეცნიერებს შორის უფრო ცნობილია მეტსახელად Fresh. ის იყო თამაშის დიზაინერი GSC Game World-ში. უკრაინული „სტალკერების“ და „კაზაკების“ სერიების გარდა, ის მუშაობდა თამაშებზე „Battles World: Morningstar“, „Call of Cthulhu“ და „Serlock Holmes: Devil's Daughter“-ზე. .S.T.A.L.K.E.R-ის ფანებმა ეჟოვი არაერთხელ ნახეს პირდაპირ თამაშში - მისი სახე გახდა პერსონაჟის პროტოტიპი, სახელად ლოკი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)