2022-12-24 15:46:48, 2439 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტების მიერ ხერსონის დაბომბვას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 58 დაშავდა - ვიდეო
ოკუპანტების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა, დაიღუპა 8 ადამიანი. აღნიშნულის სესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.
ტიმოშენკოს თქმით, ოკუპანტებმა ქალაქი :გრადებით" დაბომბეს, 58 დაშავებულიდან, 18-ის მდგომარეობა მძიმეა.
„ამ დროისთვის ცნობილია 58 დაშავებულის შესახებ, მათგან 18-ის მდგიმარეობა მძიმეა, 8 დაიღუპა“, - წერს ტიმოშენკო.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს.
ქალაქზე თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც და აღნიშნა, რომ ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს რუსული სამყაროს შემოტანას მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის სახით.
ავტორი: ექსპრესნიუსი,