02:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 22:15:20, 1402 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია სააკაშვილზე - თუ ამას შევეგუებით ნიშნავს , რომ ქართული საზოგადოება წამებით სიკვდილს აკანონებს

 საზოგადოების ნებისმიერი წევრი, რომელიც დღეს ფიქრობს, რომ მას ეს არ ეხება, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, რომ საბოლოო ჯამში სააკაშვილს არაფერიც არ მოუვა - ეს, ჩემი აზრით, არასწორი, მაგრამ ბუნებრივი ფიქრებია, - განაცხადა პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, თუ საზოგადოება არ შეეწინააღმდეგება, იმ პროცესებს, რაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ავტომატურად ნიშნავს, რომ საზოგადოება წამებით სიკვდილს აკანონებს. მან დასძინა, რომ თუ ამ ყველაფერს არ შევეწინააღმდეგებით შეუძლებელია, რომ საზოგადოება გვერქვას.

"ამ პროცესში არ არის საკმარისი, ჩვენ ვთქვათ, რომ - აი, მე ხომ ვქენი, მეტი რა ვქნა. ყველამ და მასიურად გამოსავალი უნდა ვეძებოთ, იმიტომ, რომ საზოგადოების ნებისმიერი წევრი, რომელიც დღეს ფიქრობს, რომ მას ეს არ ეხება, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, რომ საბოლოო ჯამში სააკაშვილს არაფერიც არ მოუვა - ეს, ჩემი აზრით, არასწორი, მაგრამ ბუნებრივი ფიქრებია. ბუნებრივია, რომ შენ რაღაცნაირად არ გინდა, პასუხისმგებლობა მიიკარო, რომ შენ თვალწინ ადამიანი კვდება. მაგრამ, თუ ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებთ და არ გავიაზრებთ, რომ რეალურად ადამიანი ასე ჩვენ თვალწინ კვდება და თუ ამას არ შევეწინააღმდეგებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება წამებით სიკვდილს აკანონებს. ზოგადად, ცხოვრება როგორ უნდა გააგრძელო. თუნდაც, შვილს რომ საღამოს ელაპარაკები და რაღაც ფასეულობებზე ლაპარაკობ, რაზეც გინდა, რომ შენი შვილი გაიზარდოს - როგორ აუხსნი იმას, რომ აი, ასე, კი, ტელევიზორში ვუყურებდით, კვებოდა და ნუ, რავიცი, მე არ მეხებოდა. თუ ამას წინააღმდეგობას არ გავუწევთ, შეუძლებელია, საზოგადოება გვეწოდოს."





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics