03:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 17:05:49, 951 ნახვა

პოლიტიკა
შემოსავლების სამსახურის უფროსი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კაკავა სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის უფროსის რუსტამ ბადასიანის მიწვევით, ქ. ერევანში იმყოფებოდა. მხარეებმა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის პრინციპების დანერგვის აუცილებლობას, ასევე, დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და  სატრანსპორტო საშუალებებზე,  წინასწარი ინფორმაციის გაცვლის პროცესი. 

შემოსავლების სამსახურის უფროსის თქმით, თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რაც ხელს შეუწყობს,   ტვირთნაკადის სწრაფ გაზრდას და გაამარტივებს საზღვრის კვეთის პროცედურებს.
,,მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 3 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და მიუხედავად არსებული გამოწვევებისა შევძელით, როგორც   დადებითი დინამიკის შენარჩუნება, ასევე საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელი მიწოდება“,- აღნიშნა ლევან კაკავამ.

აღნიშნული ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკური სამსახურის უფროსი ჯონი შურღულაია, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია - სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics