2022-12-21 17:40:42, 1604 ნახვა
ომი უკრაინაში
ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების გამო, შოიგუს საზღვარზე კიდევ ერთი ჯარის შექმნა სურს
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფინეთის საზღვარზე ჯარების დაჯგუფება უნდა შექმნას. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
შოიგუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას უკავშირებს.
„ნატო-ს სურვილის გათვალისწინებით, გაზარდოს თავისი სამხედრო პოტენციალი რუსეთის საზღვრებთან, ისევე როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება. ჯარების დაჯგუფება რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში“.
ცნობისთვის, რუსეთს 1300 კმ საზღვარი აქვს ფინეთთან, ხოლო რუსეთის უახლოესი წერტილი შვედეთთან არის ანექსირებული კალინინგრადი, რომელიც მდებარეობს პოლონეთსა და ლიტვას შორის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,