05:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 16:13:05, 1389 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - უნდა ეს „ოცნებას“ თუ არა, სააკაშვილის სიცოცხლეზე გაივლო გამყოფი ხაზი ისტორიულ სიბნელესა და სინათლეს შორის

ზელენსკის განცხადებით, უნდა ეს „ქართულ ოცნებას“ თუ არა, სააკაშვილის სიცოცხლეზე გაივლო გამყოფი ხაზი ისტორიულ სიბნელესა (პუტინს) და ისტორიულ სინათლეს (ზელენსკი) შორის,- ასე გამოეხმაურა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

გვარამიას თქმით, დღეს სააკაშვილის გადარჩენა მხოლოდ ერთი ადამიანის ჭრილში განსახილველი საკითხი არ არის და ეს საკითხი ისტორიულ სიბრტყეში ძევს და საქართველოს ისტორიულ არჩევანს განსაზღვრავს.

„მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით საზღვარგარეთ ტრანსფერთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი ზელენსკი დღეს არის მსოფლიოს მორალური ლიდერი. თუ ვინმეს შეიძლება ანტი-პუტინი ერქვას, ეს სწორედ ზელენსკია. მეტიც, ისეთი სისწრაფით მიდის პუტინის მარგინალიზაციისა და ზელენსკის სიმბოლიზაციის პროცესები, რომ მალე პუტინს დავარქმევთ ანტი-ზელენსკის.

ზელენსკის განცხადებით, უნდა ეს "ქართულ ოცნებას" თუ არა, სააკაშვილის სიცოცხლეზე გაივლო გამყოფი ხაზი ისტორიულ სიბნელესა (პუტინს) და ისტორიულ სინათლეს (ზელენსკი) შორის. ასეთია მოცემულობა, და ვინ ეთანხმება ამას და ვინ არა, ამით ეს მოცემულობა ვერ შეიცვლება. დღეს სააკაშვილის სიცოცხლე მხოლოდ სააკაშვილს არ ეკუთვნის. დღეს სააკაშვილის გადარჩენა მხოლოდ ერთი ადამიანის ჭრილში განსახილველი საკითხი არ არის. ეს საკითხი ისტორიულ სიბრტყეში ძევს და საქართველოს ისტორიულ არჩევანს განსაზღვრავს.

და ბოლოს, როცა პრეზიდენტები სხვა ქვეყანას მიმართავენ, ისინი, პირველ რიგში, მიმართავენ თავის Vis à vis, ანუ მეორე ქვეყნის პრეზიდენტს. აქ შევჩერდები, მგონი ისედაც გასაგებია, რასაც ვგულისხმობ. დავამატებ მხოლოდ ერთს: "ქართული ოცნება" და მისი სასამართლო სააკაშვილს არ გაუშვებს. პარადოქსია, მაგრამ ზელენსკის განცხადების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად "არ გაუშვებს",- წერს გვარამია.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაიყვანონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics