22:27 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 15:49:52, 1003 ნახვა

საზოგადოება
ალასანია - ძალიან გამახარა ზელენსკის აქტიურმა ჩარევამ, კარგად ინფორმირებულია მიშიკოს ჯანმრთელობაზე

ძალიან გამახარა ზელენსკის ასეთმა აქტიურმა ჩარევამ, საკმაოდ კარგად ინფორმირებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, ყველაფერი იცის დეტალურად,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, ალასანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ არსებული დასკვნები სპეკულაცია არ არის.

"ძალიან გამახარა ზელენსკის ასეთმა აქტიურმა ჩარევამ. საკმაოდ კარგად ინფორმირებულია მიშიკოს ჯანმრთელობის შესახებ, ყველაფერი იცის დეტალურად. ეს უკვე ყველამ იცის და ზელენსკიმ მით უმეტეს იცის, უკრაინულმა მხარემ ეს ძალიან კარგად იცის. რაღა არის სპეკულაცია, დევს ამხელა დასკვნები, ყველა ექიმის. აბა რომელია მაშინ სანდო? უსათუოდ ამათი განცხადებებია, ვიღაც ერთეულების, რომლებიც საერთოდ არაფერ კავშირში არ არიან მედიცინასთან, თუ იმ ექიმების?!", - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაიყვანონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics