06:18 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 14:37:35, 1010 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - მნიშვნელოვანია დავიწყოთ მუშაობა „სააკაშვილის სიაზე“, რომელშიც შევა ყველა, ვინც მისი უფლებები დაარღვია

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს, რომ შეადგინოს "მიხეილ სააკაშვილის" სია, რომელიც იქნება კარამურზას სიის მსგავსი და მასში შევა ყველა ის ადამიანი, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებები დაარღვია. 

როგორც ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სიაში შევლენ ის ადამიანებიც, რომლებიც  ვინ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაში მონაწილეობდნენ. 

"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიწყოთ მუშაობა "სააკაშვილის სიაზე", რომელშიც შევა ყველა ის ადამიანის უფლებების დამრღვევი, ვინ ამ დანაშაულებრივ სქემაში არიან ჩართულები, მათ შორის კადრების გასაჯაროებაში, რომელიც იყო პირდაპირი ნიშნული, როგორი ხარისხით უყურებს ხელისუფლება ადამიანს, პატიმარს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა",- განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა.

აღნიშნულს წინ უძღოდა მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი, რომელზეც პენიტენციურმა სამსახურმა "ტექნიკური მოწყობილობების არარსებობის" გამო, "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილის ონლაინ დასწრება არ უზრუნველყო. საპასუხოდ, ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომ ევროპარლამენტარების თხოვნით, შიმშილობას წყვეტდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics