|
2022-12-19 11:44:29, 1031 ნახვა
პოლიტიკა
ომის დაწყების ის ვერსია, რომელიც რუსებმა და „ოცნებამ“ შემოგვახვიეს, უბრალოდ დაიმსხვრა - სამი პარტია ჰააგის გადაწყვეტილებაზე
გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილი - „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. ელენე ხოშტარიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ "ომის დაწყების ის ვერსია, რომელიც რუსებმა და "ქართულმა ოცნებამ" შემოგვახვიეს უბრალოდ დამსხვრეულია". "ჩავარდა "ქართული ოცნების" მიზანმიმართული მცდელობები საქართველოს ომის დაწყების დადანაშაულებაში და ის ორი ეპიზოდი, რომელშიც არანაირი ბრალეულობა საქართველოს მიმართ არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ომის დაწყების ის ვერსია, რომელიც რუსებმა და "ქართულმა ოცნებამ" ერთად შემოგვახვიეს არის უბრალოდ დამსხვრეული",- განაცხადა ხოშტარიამ. ამასთან, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს უჩნდება უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება იმ დევნილებისთვის, რომლებმაც უშუალოდ ზიანი მიიღეს 2008 წლის ომის დროს. "პირველი, გვაინტერესებს, აღძრა თუ არა იგივე ტიპის სისხლის სამართლის საქმე ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ სამ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც ჰააგის პროკურორის მიერ არის დასახელებული, როგორც ბრალდებულები საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ საომარ მოქმედებებში, მეორე, არის თუ არა რაიმე კონკრეტული სამოქმედო გეგმა საერთაშორისო ასპარეზზე, მთლიანად იცვლება სამართლებრივი საფუძვლები, საქართველოს უჩნდება უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება იმ დევნილებისთვის, რომლებმაც უშუალოდ ზიანი მიიღეს 2008 წლის ომის დროს და არა მხოლოდ, იმ სიცოცხლეების საფასურად, რომელიც შეეწირა საქართველოში რუსულ აგრესიას",- ამბობს ვაშაძე. შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი 16 დეკემბერს დაასრულა. გამოძიების დაწყებიდან, ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა. ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, სასამართლომ რუსეთ - საქართველოს ომის საქმეზე თქვა, რომ საქართველოს დანაშაული არ ჩაუდენია.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)