22:27 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-18 13:26:21, 1117 ნახვა

საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - მოთავსებულია აკვარიუმში, სადაც კლავენ, ცხოვრება ჰქვია ამას?

მიმდინარეობს მკვლელობა ადამიანის, არის მოთავსებული აკვარიუმში, სადაც კლავენ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა. 

გიული ალასანია ასევე გამოეხმაურა პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებს და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოველი მოძრაობა კონტროლის ქვეშაა. 

"ეს კადრების გამოქვეყნება და ყველაფერი არის ძალიან ცუდი მისი ჯანმრთელობისთვის. ფაქტობრივად მიმდინარეობს მკვლელობა ადამიანის, არის მოთავსებული აკვარიუმში, სადაც კლავენ. ყოველი მისი ამოსუნთქვა და მოქმედება არის კონტროლის ქვეშ და მიდის ამის ტრანსლაცია ქვეყნიერებაზე. როგორ უნდა იგრძნოს ადამიანმა თავი, ცხოვრება ჰქვია ამას? ეს არის სიკვდილით დასჯა",- განაცხადა ალასანიამ. 

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა.

აღნიშნულს წინ უძღოდა მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი, რომელზეც პენიტენციურმა სამსახურმა "ტექნიკური მოწყობილობების არარსებობის" გამო, "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილის ონლაინ დასწრება არ უზრუნველყო. საპასუხოდ, ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომ ევროპარლამენტარების თხოვნით, შიმშილობას წყვეტდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics