23:37 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 14:48:27, 970 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე - გამოვეცით ჟურნალი „იუსტიცია", სამინისტროსთან დავაფუძნეთ სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო

მეცნიერებასა და კვლევაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარების შესახებ ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ შარშანაც ამ ტრიბუნიდან გავაჟღერეთ ის, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აუცილებელია რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური აზრის გამოყენება და მეცნიერების და პრაქტიკის მაქსიმალურად დაახლოება. ვთქვით, რომ ამ მიმართულებით გადავდგამდით პრაქტიკულ ნაბიჯებს და ეს ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ხელთ გაქვთ ჩვენი სამინისტროს მიერ გამოცემული ჟურნალ „იუსტიციის" ორი ნომერი, რომლებიც საშუალებას აძლევს როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილ იურისტებს, მეცნიერებს, საზოგადოებას, სწორედ ამ ჟურნალის ფურცლებიდან გააცნონ თავიანთი ნააზრევი კვალიფიციურად და დაუტოვონ ისტორიას თავიანთი მოსაზრებები. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სტატიის ავტორს. ეს უკვე დამკვიდრებული სტრადიციაა. წელს უნდა გამოიცეს მესამე ნომერი და ეს ტრადიცია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ვისარგებლებ შემთხვევით და ღვაწლმოსილ ქართველ იურისტს, ბატონ მინდია უგრეხელიძეს, მადლობას გადავუხდი, რომელიც ამ საქმეს ხელმძღვანელობს. ასევე,  სამინისტროსთან დავაფუძნეთ სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში არიან ყველა თაობის გამოჩენილი ქართველი იურისტები და ჩვენ მათგან ვიღებთ ძალიან პრაქტიკულ რჩევებს და ერთობლივად ვახორციელებთ იმ საქმიანობას, რასაც ჰქვია ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისთვის აგურის დადება", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics