09:13 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 13:42:15, 1265 ნახვა

ეკონომიკა
უკვე მეორედ, „თიბისი ლიზინგი“ BARTA-ს გამარჯვებულია

BARTA 2022 წლის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს, გამარჯვებული კომპანიები ცნობილია. 

„თიბისი ლიზინგი“ უკვე მეორედ გახდა ჯილდოს მფლობელი მცირე და საშუალო კომპანიების ნომინაციაში. 

BARTA ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით ოთხი წლის წინ შეიქმნა.

ამ კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების  ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. ევროპული და გლობალური მოვლენების გათვალისწინებით, კერძოდ კი, მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების პირობებში, ამ ჯილდოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

„თიბისი ლიზინგმა“ პირველი ჯილდო ამავე კატეგორიაში შარშან 2021 წელს მიიღო.

აღნიშნული ჯილდო, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს „თიბისი ლიზინგის“ კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტთან შესაბამისობისა და გამჭირვალობის მაღალ ხარისხს, რაც დადებითად აისახება კომპანიის რეპუტაციაზე და სამომავლოდ საშუალებას აძლევს მას დამატებით ახალი ფინანსური სახსრები მოიზიდოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics