16:02 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 20:25:24, 3224 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - რუსეთის არმიამ შესაძლოა ახალი შეტევა უკრაინაში 2023 წლის თებერვალში დაიწყოს

რუსეთის არმიამ შესაძლოა ახალი შეტევა უკრაინაში 2023 წლის თებერვალში დაიწყოს, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა The Guardian-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით,დაახლოებით 300 000 ჯარისკაცი , ვინც „ნაწილობრივ მობილიზაციაში“ მოექცა, ნახევარი ფრონტზე გაგზავნეს მინიმალური მომზადებით, ხოლო მობილიზებულთა მეორე ნაწილი ახლა წვრთნას გადის სასწავლო ბანაკებში.

„წვევამდელები სულ მცირე სამი თვე ემზადებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი დიდი ალბათობით ცდილობენ შეტევის შემდეგი ტალღის დაწყებას თებერვალში, ისევე როგორც გასულ წელს. ეს მათი გეგმაა“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინის სხვა მაღალჩინოსნებმა გამოცემას განუცხადეს, რომ მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთის შეტევა შესაძლოა იანვრის დასაწყისში დაიწყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics