|
2022-12-15 15:15:27, 1066 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს გამგებელმა საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა
საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, 2022 წელს საგზაო ინფრასტრუქტურა 63 700 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. მათ შორის, არის 7 ქუჩა, სადაც მოსახლეობას აქამდე გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ამასთან, სრულად მოწესრიგდა თეიმურაზ პირველის ქუჩა, რომელიც მირიან მეფისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩას აკავშირებს, სადაც ტრანსპორტით გადაადგილება საკმაოდ პრობლემური იყო. უწყების ცნობითვე, ასევე, მოეწყო ერთი ახალი დასასვენებელი პარკი და ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე, ხოლო 13 მისამართზე არსებული სკვერების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ამასთან, მიმდინარე წელს 5 მისამართზე განხორციელდა 143 ავტოფარეხის დემონტაჟი, საიდანაც უკვე 3 ეზო მოწესრიგდა, ხოლო ორ მისამართზე სკვერი მოეწყობა. სპორტული მოედნის რეაბილიტაცია 13 მისამართზე ჩატარდა. 169 მისამართზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. პრეზენტაციაზე გამგებელმა მომავალ წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა. საბურთალოს გამგეობამ, მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 22 334 132 ლარი დახარჯა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საბურთალოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სერგეენკო, საბურთალოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, საკრებულოს წევრები და თბილისის რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)