00:40 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 13:38:35, 1107 ნახვა

საზოგადოება
გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა

გორში, დასაქმების ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც დიდი, ქსელური ბრენდების, ისე ადგილობრივი მცირე და საშუალო  საწარმოების წარმომადგენლები. ჯამში, 30-მდე კომპანიას 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი ჰქონდა წარმოდგენილი. 

ფორუმზე, დასაქმების მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, დამსაქმებლებისგან, პირადად მიეღოთ ინფორმაცია და შეერჩიათ სასურველი ვაკანსია. 

ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მხარდაჭერით. 

 

ფორუმს ადგილობრივი ხელისუფლების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, მსგავს ფორუმებს პერმანენტულად ატარებს. ღონისძიებების მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს სამუშაოს მაძიებლები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები. სააგენტომ, 2022 წელს, თბილისსა და რეგიონებში, 15 ფორუმი ჩაატარა, სადაც 5 000-ზე მეტი ვაკანსია იყო წარმოდგენილი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics