08:48 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 09:57:07, 1243 ნახვა

პოლიტიკა
ლექსმანი - ოლიგარქი საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე ჯერ კიდევ დიდ გავლენას ფლობს

ოლიგარქი ჯერ კიდევ ფლობს ძალიან დიდ გავლენას პოლიტიკურ გარემოზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ შეწყდეს ნიკა გვარამიას მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

"საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში წამყვანი ქვეყანა იყო, მაგრამ ახლა ვხედავთ უარყოფით ტენდენციებს. ოლიგარქი ჯერ კიდევ ფლობს ძალიან დიდ გავლენას პოლიტიკურ გარემოზე. ჩვენ ვნახეთ თავდასხმები ჟურნალისტებზე და ვხედავთ, რომ დემოკრატიული პროცესები უარესდება. ვიმედოვნებთ და მოვითხოვთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა შეწყდეს და ის გათავისუფლდეს. ასევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი იმით, რომ გაიაროს სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ",- განაცხადა მირიამ ლექსმანმა. 


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics