2022-12-13 20:55:15, 1030 ნახვა
პოლიტიკა
გალერი - არ არის ღირსეული ხილვა, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ციხეში ალპობენ
ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, - განაცხადა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა.
მისივე თქმით,ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება,რომ ექსპრეზიდენტი გაათავისუფლოს ჰუმანიტარულ საფუძველზე მკურნალობის მიზნით.
"ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. შეერთებული შტატებიდან მიღებული სამედიცინო მტკიცებულებებისა და საქართველოში სახალხო დამცველის შეფასებების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ის ჰუმანიტარულ საფუძველზე მკურნალობის მიზნით. ჩემი აზრით, არ არის ღირსეული იმის ხილვა, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ციხეში ალპობენ", - განაცხადა მაიკლ გალერმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,