10:05 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-10 16:20:49, 1287 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - გადამწყვეტი ხმები აქვს „ოცნებას“, საჭიროა დაგვარწმუნონ, რომ კანდიდატი საუკეთესო იქნება ომბუდსმენის თანამდებობაზე

გადამწყვეტი ხმები აქვს „ქართულ ოცნებას“ და საჭიროა ჩვენი დარწმუნება, რომ ესა თუ ის კანდიდატი იქნება საუკეთესო ამ თანამდებობაზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის, იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისთვის.

„ახლა მთავარია, ყველა ამ პასუხისმგებლობით მიუდგეს საკითხს, რომ მნიშვნელოვანია, იყოს კვალიფიციური უმრავლესობა. ამ მხრივ გადამწყვეტი ხმები აქვს „ქართულ ოცნებას“ და საჭიროა, სწორედ ასე მიუდგეს ჩვენი ოპოზიციაც. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი, რომელზეც ჩვენ გვექნება საუბარი, მისაღები იყოს ყველასთვის, მაგრამ განსაკუთრებით აქ საუბარია „ქართული ოცნების“ დარწმუნებაში, რომ ესა თუ ის კანდიდატი იქნება საუკეთესო ამ თანამდებობაზე. ვნახოთ, ჩვენ გვექნება ამ საკითხებზე კონსულტაცია. იმ დროს, როგორც კი დავინახავ, რომ არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა კანდიდატის გარშემო, კენჭისყრა ჩატარდება და ავირჩევთ ახალ სახალხო დამცველს.

მნიშვნელოვანია, კანდიდატი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის, იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, ვერც ერთი ფრაქცია ცალკე ვერ აირჩევს სახალხო დამცველს. ამავე დროს, სახალხო დამცველის არჩევა შეუძლებელია „ქართული ოცნების“ ხმების გარეშე. ამ მოცემულობით და იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში წარმოადგენს ხმების უმრავლესობას, მნიშვნელოვანია, ამ სხვადასხვა წონის გათვალისწინებით, ფრაქციებმა იმსჯელონ და შევთანხმდეთ საერთო კანდიდატზე",- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. ამასთან, საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics