02:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-10 12:09:11, 1230 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი - ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მხარდამჭერია

ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობები სამხედრო სფეროში მჭიდრო პარტნიორობად იქცა.

აშშ-ს ინფორმაციით, რუსეთი და ირანი სამხედრო დრონების ერთობლივ წარმოებასაც განიხილავენ. ამასთან, რუსეთი მზად არის, ირანს გაუზიაროს მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიები, რომელიც მოსკოვს აქვს.

რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა ბოლო დროს გამოიკვეთა და უკრაინამ რუსეთის დადანაშაულება დაიწყო, რომ ირანი მას თავდქასხმისთვის დრონებს აწვიდიდა. ამასთან ირანმა თავდაპირველად უარყო რუსეთში უპილოტო თვითმფრინავების გაგზავნა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყანამ მოგვიანებით აღიარა, რომ  რუსეთს დრონების გარკვეული ნაწილი უკრაინაში შეჭრამდე მიაწოდა.

თეთრ სახლში ასევე აღნიშნეს, რომ სანქციები დაუწესეს ირანის სამ მოქალაქეს და ერთ კომპანიას, რომელიც რუსეთს ე.წ. კამიკაძე დრონებს აწვდის. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ირანისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა საზიანო იქნება უკრაინისთვის, ასევე ირანის მეზობლებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics