11:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 11:33:20, 1195 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - პატიმარ სააკაშვილის საკითხზე აღარ ვაკეთებთ კომენტარს, ეს არ არის პოლიტიკოსების საქმე


პატიმარ სააკაშვილის საკითხის შეფასება ჩვენ დავასრულეთ, აღარ ვაკეთებთ კომენტარს, ეს არ არის პოლიტიკოსების საქმე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით,  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა სამართლებრივი საკითხია. 

„პატიმარ სააკაშვილის საკითხის შეფასება ჩვენ დავასრულეთ. ჩვენ აღარ ვაკეთებთ კომენტარს, ეს არ არის პოლიტიკოსების საქმე - პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოველ დღე, ყოველ კვირა შეფასებების გაკეთება. ეს არის წმინდად სამართლებრივი საკითხი, შესაბამისის სახელმწიფო სამსახურისთვის, ვინც მათი კომპეტენციის ფარგლებში არიან უფლებამოსილი რომ ისაუბრონ, მხოლოდ ისინი გააკეთებენ, როცა ჩათვლიან საჭიროდ”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ.

სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული და მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. 

პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა. მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თუ „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ დააყენებენ შუამდგომლობას, რათა სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას და აქციას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics