11:07 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 20:45:42, 1313 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ამაზრზენია იმის კითხვა, თუ ვის უჭერს მხარს საქართველო

იმ ფონზე, რომ საქართველო ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას და400-ზე მეტ მხარდამჭერ დოკუმენტს უერთდება ისე, რომ თანაავტორია, თქვენ კი კითხულობთთუ ვის უჭერს საქართველო მხარს, ეს არის ამაზრზენი და შეურაცხმყოფელი ნებისმიერიქართველისათვის,- ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტისკითხვას - არის თუ არა რუსეთი, საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი.

მისივე თქმით,მედიების მხრიდან მიდის სპეკულაცია და არასწორი ინტერპრეტირებაგარდაცვლილი ჯარისკაცების თემის.

„ჩემთვის ეს არის შეურაცხმყოფელი შეკითხვა. ვინც გავალებთ ახლა ამ კითხვას, იმასგადაეცით, რომ საკუთარ პარტიაში თანამებრძოლებს რომ აბრალებდნენ დაადანაშაულებდნენ ომის დაწყებაში, გმირებს, ამაზე განცხადება კი არ გაკეთდა, არამედრეზოლუციას მხარი დაუჭირეს და ქართველი გმირები ომის დაწყებაში დაადანაშაულეს. მაშინეფიქრათ ვინ გმირი იყო, ვინ მოღალატე და ვინ აკეთებდა რუსეთის საქმეს. ახლა ეს ხალხიავტორია კითხვისა - რუსეთი მტერია თუ არა და მებრძოლი, რომელიც თავისი მრწამსითიბრძვის სამშობლოსათვის, გმირია თუ არა. რა თქმა უნდა გმირია. ოღონდ, კითხვა იმმხრიდან, რომლიდანაც პირდაპირ იქნა დადანაშაულებული საკუთარი სამხედროები, არისამაზრზენი. ეს შეურაცხმყოფელია, რადგან საქართველოს პირველ პირს რომ ეკითხები, ვისმხარესაა, ეს არის შეურაცხმყოფელი. კითხვაზე გპასუხობთ: - „რა თქმა უნდა არის“ და თქვენიგივე შეურაცხმყოფელ კითხვას მიმეორებთ. როდესაც საქართველო ყველა პოლიტიკურპლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას და 400-ზე მეტ მხარდამჭერ დოკუმენტს უერთდება ისე, რომ თანაავტორია, მხარდამჭერია და ამის ფონზე თქვენ სპეკულაციას მიმართავთ, კითხულობთ თუ ვის უჭერს საქართველო მხარს, ეს არის ამაზრზენი, შეურაცხმყოფელინებისმიერი ქართველისა და არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics