02:29 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 15:19:22, 1122 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ფერმერებმა 35,7 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 მაისიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. 

პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია მიიღო 0.25 ჰა-დან  1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრემ/თანამესაკუთრემ, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 35,752,914 ლარის  ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს.

პროგრამაში, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზია იყო ჩართული, სადაც ფერმერებს აგროქულის განაღდება და საქონლის შეძენა მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე  შეეძლოთ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics