11:07 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 13:23:36, 1351 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - როგორ შეიძლება, მოღალატეებმა მოქალაქეობა წაართვან გმირებს?! ვეუბნები „ოცნებას“ - არ გაბედოთ

როგორ შეიძლება, რომ ამ მშიშრებმა და ერის მოღალატეებმა მოქალაქეობა წაართვან გმირებსა და პატრიოტებს - ვერ გაბედავთ და არ გაბედოთ, პირდაპირ გეუბნებით, ეს ქმედება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბერისას თქვა, განცხადებით, რომ "სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას", "ქართული ოცნება" ადამიანებს აშინებს და აშანტაჟებს.

"პირველი - ჩვენ ვართ კანონმდებლობით კონვენციის წევრი და მოქალაქობის არმქონე პირად ვერავის ვერ დატოვებს საქართველო - ეს არის ტყუილი. მეორე -  როგორ შეიძლება, რომ ამ მშიშრებმა და ერის მოღალატეებმა მოქალაქეობა წაართვან გმირებსა და პატრიოტებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს იცავენ?!

მდინარაძესაც ვეუბნები და "ქართულ ოცნებასაც" - ვერ გაბედავთ და არ გაბედოთ, პირდაპირ გეუბნებით, ეს ქმედება. ნუ აშანტაჟებთ და ნუ აშინებთ ხალხს, ნუ ავლენთ საკუთარ მოღალატეობრივ ხასიათს", - ამბობს გიორგი ვაშაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics