11:07 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 23:00:00, 1583 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ლუქსემბურგში გვითხრეს, რომ მათი ხმა ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერია

ჩვენ გვჭირდება ყველა ქვეყნის, მათ შორის ლუქსემბურგის დახმარება ამ გზაზე, რომ ინსტიტუტები, კანონმდებლობა დაუახლოვდეს ევროკავშირის ჩარჩოებს და გვჭირდება ყველა წევრი ქვეყნის ხმა. დღეს ლუქსემბურგში გვითხრეს, რომ მათ გუნდთან ერთად, მათი ხმაც, ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერია",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით ლუქსემბურგის იმყოფება.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურება და ამ შესაძლებლობებს ორი ქვეყნის პარლამენტი აქტიურად გამოიყენებს.

„ეს არის ის, რაც ზოგადად, ხაზად გასდევს ჩვენს შეხვედრებს ევროპაში, რომ საჭიროა პარლამენტებს შორის, კომიტეტების დონეზე, მეგობრობის ჯგუფების დონეზე ძალიან მჭიდრო კონტაქტი, კომუნიკაცია. ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის მხოლოდ ინტეგრაცია ევროკავშირის ინსტიტუტების დონზე, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, კომუნიკაცია, კავშირი, გაცვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ამიტომ ჩვენ ამ შესაძლებლობებს, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ და გვექნება ინტენსიური გაცვლა ერთმანეთთან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics