11:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 22:34:59, 1738 ნახვა

პოლიტიკა
მარს დი ბარტოლომეო - მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არის ევროპული ოცნება

მოხარულები ვართ, რომ საქართველოს აქვს მტკიცედ გაკეთებული არჩევანი ევროკავშირისკენ, ასევე მოხარულები ვართ, რომ უამრავი საქმე კეთდება და ქვეყანაშია წინსვლაა, რათა გადაიდგას აუცილებელი ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მისაღებად, - ამის შესახებ ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მარს დი ბარტოლომეომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ ოცნებას ლუქსემბურგის მსგავსად აქვს აღებული ევროპული გეზი და აქვთ საერთო ხედვა იმ კოშმარზე,რასაც წარმოადგენს რუსეთის ძალების აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ,ის ასევე აღნიშნავს,რომ ურთიერთობები საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის გაღრმავდება.

„მშურს ჩემი კოლეგის პარტიის სახელწოდების - „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არის ევროპული ოცნება და ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა იმ კოშმარზე, რასაც წარმოადგენს რუსეთის ძალების აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ გვქონდა გულითადი, მეგობრული საუბარი და ვაპირებთ ურთიერთობების გაღრმავებას." - განაცხადა მარს დი ბარტოლომეომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics