11:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 22:19:49, 1406 ნახვა

პოლიტიკა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - სანქციების მე-9 პაკეტით ჩვენ ვაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დეტალურად ისაუბრა სანქციების ახალ პაკეტზე, რომლის დაწესებასაც ევროკავშირი აპირებს რუსეთის წინააღმდეგ.

სანქციების სიაში კიდევ 200-მდე ფიზიკური და იურიდიული პირის შეყვანა იგეგმება, მათ შორის სამხედროები, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს დეპუტატები, მთავრობის წევრები, გუბერნატორები, ასევე პოლიტიკური პარტიები და საწარმოები. 

გარდა ამისა, სანქციების მეცხრე პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს აკრძალვებს უპილოტო საფრენი აპარატების რუსეთში ექსპორტზე და ინვესტიციებს რუსეთის სამთო მრეწველობაში.

"რუსეთი აგრძელებს უკრაინისთვის სიკვდილის და განადგურების მოტანას,ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვაიძულებთ რუსეთს,რომ ამ სისასტიკისთვის გადაიხადოს. სანქციების არსებულმა 8 პაკეტმა რუსეთს დიდი დარტყმა მიაყენა, დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე სანქციების მე-9 პაკეტით." , - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics