03:30 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 13:17:39, 593 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო - ნოემბრის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 89 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, ქვეყნის მაშტაბით,  ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 89 ფაქტი გამოავლინეს.

ჯამში ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ,  ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 447,747 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის  251,609 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 196,138 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“  დასაწყობდა.

რეგიონების მიხედვით სამართალდარღვევის ფაქტებიდან - 29 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 11 - გამოვლენილია ქვემო ქართლის, 4 - გამოვლენილია მცხეთა-მთიანეთის, 2 - გამოვლენილია შიდა ქართლის, 2 - სამცხე-ჯავახეთის,  3 - იმერეთის,  20 - გამოვლენილია გურიის,  11 -  გამოვლენილია რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის,  ხოლო 7 - სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სამართალდარმღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილ იქნა სააგენტოს „საქმიან ეზოებში“.  საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics