|
2022-12-06 23:09:38, 1071 ნახვა
საზოგადოება
საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიში წარედგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება, მათ შორის სისხლისსამართლებრივი დევნისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის შედეგები და ძირითადი ტენდენციები, ცალკეულ დანაშაულებზე განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, თანამშრომელთა მოტივაციის გაძლიერება, მათთვის მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება, პროკურატურის საქმიანობის გაციფრულება, საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება საქმიანობის შესახებ და ნდობის ამაღლება, საერთაშორისო ურთიერთობები, პროკურატურის განვითარების სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და სხვა. 2022 წლის 9 თვის ანგარიშში საუბარია ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ე.წ. ,,ქოლ-ცენტრების", კიბერდანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობაზე და მიღწეულ შედეგებზე; ნაფიცი მსაჯულების მიერ განსახილველ საქმეებზე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლაზე, არასათანადო მოპყრობის, ქურდული სამყაროს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე და სხვა კონკრეტულ დანაშაულებზე. აღნიშნულ საკითხებზე ანგარიშით, ასევე, საბჭოს წინაშე გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი წარდგნენ. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პროკურატურისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე - ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახურ დანაშაულებზე, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე. პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, პრიორიტეტულ მიზნადაა გამოცხადებული პროკურატურის ინსტიტუციური და ორგანიზაციული განვითარების ხარისხის გაუმჯობესება, რომელიც გულისხმობს პროკურორთა დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას, პროკურატურის თანამშრომელთა მოტივაციისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას, თანამშრომელთა შერჩევისა და როტაციის სისტემის გაუმჯობესებას, განგრძობადი პროფესიული განათლების უზრუნველყოფას, გენდერული ორგანიზაციული პოლიტიკის გაუმჯობესებასა და „მწვანე ოფისის" კონცეფციის დანერგვას. ანგარიშში ასახულია პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ორმხრივ მიდგომას ეფუძნება და როგორც ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის, ასევე ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების საკითხებს მოიცავს. პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)