03:30 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 14:47:53, 739 ნახვა

საზოგადოება
„ახალი მედია არტ-თბილისის“ მონაწილეები საკუთარ იდეებსა და პროექტებს წარადგენენ

6 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“, კონკურსის - „ახალი მედია არტ-თბილისი“ მონაწილეების იდეა-პროექტების წარდგენა გაიმართება.

თბილისის მერიის ცნობით, მონაწილეები წინასწარ გამოცხადებული კონკურსის გზით შეირჩნენ. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა ხელოვანებისთვის შეხვედრები გაიმართა, სადაც მედია ხელოვნების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტანდარტებზე იმსჯელეს. დასკვნით ღონისძიებაზე შერჩეული კონკურსანტების იდეა-პროექტების პრეზენტაცია მოეწყობა, რომელთაგან სპეციალური ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს.

პროექტის მიზანია, მედია ხელოვნების მიმართულებით საინტერესო და  ექსპერიმენტული იდეების წარმოჩენა, ინოვაციური მულტიმედიური პროექტების გამოვლენა, ახალგაზრდა ხელოვანების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი ინიციატივების  დანერგვა.

„ახალი მედია არტ-თბილისი“ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამის - „შემოქმედებითი თბილისის“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტია, რომელიც თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის მიერ ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics