15:26 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 14:01:38, 1114 ნახვა

სამართალი
ნოემბერში უკანონო ტყითსარგებლობის 569 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 569 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მათ შორის, 498  ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 71 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. 

"სამართალდარღვევებიდან 33 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.  

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 178 ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. აჭარაში დაფიქსირდა 94 სამართალდარღვევა, იმერეთში - 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 52, შიდა ქართლში - 41, სამცხე-ჯავახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 11, ქვემო ქართლში - 8, გურიაში კი, 6 სამართალდარღვევა გამოვლინდა. 

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1 119 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 62 ფაქტი. ამოღებულია 9 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. 

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა", - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics