|
2022-12-05 14:26:09, 976 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ადამიანი გარდაიცვალა ომში და ფარისევლები პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ცოტა ხნის წინ განაცხადა, ომში 33 ქართველის დაღუპვა ტრაგედიაა. "მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს. ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე, დანაკლისი. 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, რაც არის ტრაგედია. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ჩამოსვენება საქართველოს მთავრობის ჩართულებით ხდება. მთავრობის მეთაურის თქმით, შექმნილ ვითარებაში, ზოგიერთი პოლიტიკოსი დივიდენდების მიღებას ცდილობს. "ადამიანი ომში გარდაიცვალა და ამაზე ვიღაც ფარისევლები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას. ამაზე ამორალური თუ რამე არსებობს - მინდა შევახსენო ყველას - ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობს გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. მათი ორგანიზებულია ესეც - ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ "ომის პარტიის" წარმომადგენლებს უკრაინაში. მთავრობის მიერ არაერთი პროვოკაციის თავიდან აცილება მოხდა. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიქცა მათი ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს - ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე. საერთოდ როგორ ბედავენ სამხედროების საქმეზე საუბარს?! კარგად ვიცით, როგორ მიატოვეს ცხედრები და გამოიქცნენ თავად. ე.წ. მთავარსარდალმა ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს - მიწაზე იყო გართხმული და თავდაცვის მინისტრიც გამოიქცა ბრძოლის ველიდან. დღეს კი, გამოდიან და ასეთი მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ", - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 3 დეკემბერს უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ. 24 თებერვლის შემდეგ, ომს სულ 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზურაბიშვილი საპატრიარქოს - კიევის ლავრის დაბომბვის ფონზე დუმილი ქრისტიანულ ღირებულებებთან შეუთავსებელია
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)