03:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-05 09:35:12, 1052 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენი - რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებით დაინტერესებული არ არის

რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა  „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბლინკენის თქმით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებები სულ სხვა რამეზე მიანიშნებს.

"დიპლომატიას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, თუ მხარეები და ამ შემთხვევაში რუსეთი რეალურად დაინტერესებულნი არიან შინაარსიანი დიპლომატიით. ის, რაც ჩვენ ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ, ზუსტად საპირისპიროა. როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ G-20-ის ქვეყნების წინაშე, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნები არიან, წარმოადგინა წინადადება, თუ როგორ უნდა წავიდეთ მშვიდობისკენ, რა გააკეთა ვლადიმერ პუტინმა? მან გააორმაგა და გაასამმაგა ყველაფერი. მეტი ძალების მობილიზება, ტერიტორიების ანექსია უკრაინაში და ახლა ცდილობს ზამთრის იარაღად გამოყენებას. მან ვერ შეძლო ბრძოლის ველზე გამარჯვება. ასე რომ, ის ძირითადად მიმართავს თავის ბრაზს და ცეცხლს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე. მიზანში იღებს ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ცდილობენ, გამორთონ განათება, გამორთონ სითბო, გამორთონ ელექტროენერგია. ასე რომ, სანამ პუტინი არ აჩვენებს, რომ ის რეალურად დაინტერესებულია მშვიდობიანი დიპლომატიით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სადმე წავიდეს", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა.

30 სექტმებერს, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე, უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. 

პუტინმა მაშინ განმარტა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა".

30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს.

ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო.

7 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics