12:34 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-03 14:24:13, 1671 ნახვა

ეკონომიკა
ნინო წილოსანი - მეთხილე ფერმერებისთვის უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო

„მეთხილე ფერმერებისთვის უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, გურიაში, სოფელ აკეთში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრაზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ადგილობრივ მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ და თხილის წარმოების მხარდაჭერის ახალი პროგრამის დეტალები გააცნეს.

უწყების ცნობით,ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაწყებული ახალი პროგრამა გურიაში თხილის წარმოების პოტენციალის ათვისებას კიდევ უფრო გაზრდის.

„ნამდვილად უპრეცედენტოა პროექტი, რომელშიც წამყვანი წვლილი მიუძღვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას. მისი მონდომებით და ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით დაიწყო ეს პროგრამა. ჩვენ გურიაში აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ ის პოტენციალი, რომელიც გვაქვს. თხილი არის ერთ-ერთი საკვანძო აგრო პროდუქტი, რომელიც, როგორც თითოეული თქვენგანისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან თხილის ექსპორტის 70% ევროკავშირში შედის. ეს კი, მნიშვნელოვანია ჩვენი ბაზრების დივერსიფიკაციისთვის. თხილის სექტორი არის ერთ-ერთი წარმატებული სექტორი სოფლის მეურნეობაში. წახალისება ფერმერებს მისცემს საშუალებას, რომ გააუმჯობესონ ხარისხი  და მსოფლიო ბაზარზე უკეთესი პოზიციონირება განახორციელონ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics