16:36 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 10:22:04, 1041 ნახვა

პოლიტიკა
კრამერი - გამაოგნებელია, როდესაც რუსეთი არის აშკარა აგრესორი და „ქართული ოცნება“ ამას არ აღიარებს

გამაოგნებელია, როდესაც რუსეთი არის აშკარა აგრესორი უკრაინის წინააღმდეგ ომში, საქართველოს მთავრობა და "ქართული ოცნება" ამას არ აღიარებს, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა. 
 
როგორც ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, მმართველი პარტია აკრიტიკებს უკრაინას, ევროპასა და შეერთებულ შტატებს უფრო მეტად, ვიდრე მოსკოვს, რასაც კრამერი ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან ურთიერთობებს უკავშირებს. 

"ვფიქრობ, გარკვეული ზეწოლა მოდის ფაქტიდან, რომ რუსებს შეუძლია დაეხმარონ "ქართულ ოცნებას" ძალაუფლების  შენარჩუნებაში თუ ისინი ურთიერთობებს გამოასწორებენ. რუსეთს ოკუპირებული აქვთ საქართველოს 20%, რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ როდესაც რუსეთი არის აშკარა აგრესორი უკრაინის წინააღმდეგ ომში, საქართველოს მთავრობა და "ქართული ოცნება", როგორც ჩანს, ამას არ აღიარებს. ისინი აკრიტიკებენ უკრაინას, ევროპასა და შეერთებულ შტატებს გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე მოსკოვს. ვფიქრობ, ივანიშვილის იქ აქვს კავშირები და ეს შეშფოთებას იწვევს",- ამბობს კრამერი. 

ცნობისთვის, გუშინ, 29 ნოემბერს ბრიუსელში ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი  (ECR)-ის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართება, რომლის მთავარი თემა ოლიგარქია, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი იყო.

დისკუსიის მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი, უკრაინის რადის უმაღლეს დეპუტატი, ოლექს გონჩარენკო, უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა "უშანგი" მამულაშვილი და პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი და პოლიტიკურ მიმომხილველი, თორნიკე გორდაძე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics