16:34 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 09:45:03, 1040 ნახვა

პოლიტიკა
ფოტიგა - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს სააკაშვილი, რათა საზღვარგარეთ იმკურნალოს

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მოსაზრებით, რათა საზღვრებს გარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა. 

მისი თქმით, რამდენიმე კვირაში ევროპარლამენტში კენჭს უყრიან საქართველოს შესახებ მოხსენებას. 

"რამდენიმე კვირაში ჩვენ კენჭს ვუყრით მოხსენებას ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ. გარდა ამისა, დღევანდელ კონფერენციაში, რომელიც ოლიგარქიას, საქართველოსა და დღევანდელ კავშირებს ეხებოდა, ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მიღო მონაწილეობა და ყველანი, მათ შორს მეც, შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს ის ჰუმანიტარული მოსაზრებით, რათა საზღვრებს გარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს",- ამბობს ევროპარლამენტარი. 

ცნობისთვის, გუშინ, 29 ნოემბერს ბრიუსელში ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი  (ECR)-ის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართება, რომლის მთავარი თემა ოლიგარქია, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი იყო.

დისკუსიის მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი, უკრაინის რადის უმაღლეს დეპუტატი, ოლექს გონჩარენკო, უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა "უშანგი" მამულაშვილი და პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი და პოლიტიკურ მიმომხილველი, თორნიკე გორდაძე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics