16:51 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 17:03:01, 1600 ნახვა

რეგიონი
ქედაში, მუნიციპალიტეტის პირველობა იუმორისტულ და საზრიანთა საჯარო სკოლის გუნდებს შორის შეჯიბრი გაიმართა

ქედაში, მუნიციპალიტეტის პირველობა იუმორისტულ და საზრიანთა საჯარო სკოლის გუნდებს შორის შეჯიბრი გაიმართა.

შეჯიბრში სულ ხუთი გუნდი იღებდა მონაწილეობას: 

- ქედის საჯარო სკოლა ,,რკინის კნეტელები"; 
- მახუნცეთის საჯარო სკოლა ,,ეკლერი"; 
- ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლა ,,მეკობრეები"; 
- ზვარის საჯარო სკოლა ,,ყაჩაღები";
- წონიარისის საჯარო სკოლა ,,ტანკი 862".

თამაში თანაბარი შესაძლებლობებით და აქტივობებით წარიმართა. გამომდინარე აქედან, გამარჯვებულის გამოსავლენად სამ გუნდს ,,ეკლერი", ,,მეკობრეები" და ,,რკინი კნეტელებს" შორის გაიმართა კითხვა-პასუხში შეჯიბრი. 

ჟიურის გადაწყვეტილებით I ადგილი ქედის საჯარო სკოლის გუნდმა ,,რკინი კნეტელებმა" მოიპოვა. გამარჯვებულებს თასი და სიგელები გადაეცათ.  ასევე, გამარჯვებული გუნდი ერთი დღით ექსკურსიაზე ქუთაისში გაემგზავრება.

მუნიციპალიტეტის პირველობა იუმორისტულ და საზრიანთა საჯარო სკოლის გუნდებს შორის შეჯიბრის გამართვის შედეგად გამოვლინდა და დაკომპლექტდა ქედის ნაკრები გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აჭარის რეგიონალურ თამაშებში.

ღონისძიება ქედის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics