16:35 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 14:14:12, 1348 ნახვა

მსოფლიო
CNN - ირანი საფეხბურთო ნაკრების ოჯახებს წამებით ემუქრება, თუ ფეხბურთელები ჩემპიონატზე კარგად არ მოიქცევიან

ირანი ქვეყნის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო ნაკრების ოჯახის წევრებს პატიმრობითა და წამებით დაემუქრა, თუ ფეხბურთელები სამშაბათს აშშ-თან მატჩის წინ "კარგად არ მოიქცევიან". აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს განცხადებით, მას შემდეგ, რაც 21 ნოემბერს, ინგლისთან მატჩის წინ ირანელმა ფეხბურთელებმა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერად, უარი თქვეს შეესრულებინათ ეროვნული ჰიმნი, ფეხბურთელები ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებთან შეხვედრაზე დაიბარეს.

წყაროს ცნობითვე, საფეხბურთო ნაკრების ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ მათი ოჯახები "ძალადობასა და წამებას" წააწყდებოდნენ, თუ ისინი არ იმღერებდნენ ეროვნულ ჰიმნს ან შეუერთდებოდნენ რეჟიმის წინააღმდეგ რაიმე პოლიტიკურ პროტესტს.

აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბერს უელსთან მატჩის წინ ირანის ფეხბურთის ნაკრებმა ეროვნული ჰიმნი შეასრულა.

ამასთან, წყარო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში კატარში მოქმედ ირანის უსაფრთხოების სააგენტოებს ახლოდან აკვირდება, CNN-ს განუცხადა, რომ კატარში IRGC-ის ათობით ოფიცერი შეიყვანეს ირანელ ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად, ასევე, ფეხბურთელებს ეკრძალებათ  უცხოელებთან შეხვედრა.

„კატარში ირანელი უსაფრთხოების ოფიცრების დიდი რაოდენობაა, რომლებიც ინფორმაციას აგროვებენ და აკონტროლებენ მოთამაშეებს“,- წერს CNN-ი.

ირანის ეროვნული ნაკრების პორტუგალიელი მწვრთნელი კარლოს კეიროში შეხვდა IRGC-ის ოფიცრებს ირანელი ფეხბურთელებისა და მათი ოჯახების მიმართ მუქარის შემდეგ,

წყაროს არ უთქვამს, რა შინაარსით იყო ეს სავარაუდო საუბარი. 

კეიროშმა თქვა, რომ ირანელ ფეხბურთელებს შეუძლიათ მსოფლიო ჩემპიონატზე პროტესტი გამოთქვან, მაგრამ მხოლოდ ფიფას რეგულაციების ფარგლებში.

წყაროს თქმითვე, მოთამაშეებს ინგლისის მატჩის წინ „საჩუქრებს და მანქანებს“ დაპირდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელებმა ჰიმნი არ იმღერეს, ისინი მუქარაზე გადავიდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics