18:09 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 22:15:07, 958 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი - განვიხილავთ უკრაინის, საქართველოს და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერების გზებს

განვიხილავთ უკრაინის, საქართველოს და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერების გზებს. - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განახხადა.

მისივე თქმით, რუსეთის აგრესიის საპასუხოდ NATO აძლიერებს ყოფნას ბალტიიდან შავ ზღვამდე. 

"რუსეთის აგრესიის საპასუხოდ NATO აძლიერებს ყოფნას ბალტიიდან შავ ზღვამდე. ჩვენ შევქმენით ახალი საბრძოლო ჯგუფები, მათ შორის საფრანგეთის ხელმძღვანელობით აქ, რუმინეთში. კანადური ავიაგამანადგურებლები გვეხმარებიან ცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და აშშ-ის Patriot-ის რაკეტები აძლიერებენ თქვენს თავდაცვას. ეს მკაფიო გზავნილია იმისა, რომ NATO აქ არის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოკავშირეების დასაცავად. 
აქ, ბუქარესტში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს, რათა გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ისევე როგორც სხვა პარტნიორების, რომლებიც რუსეთის  მხრიდან ზეწოლას განიცდიან -  ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა". - ნათქვამია განცხახებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics