11:53 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 16:59:26, 2160 ნახვა

ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - უკრაინაში 329 ბავშვი დაკარგულად ითვლება, 12 034 დეპორტირებულია რუსეთში

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმააცით 329 ბავშვი ამჟამად უკრაინაში დაკარგულად ითვლება, ხოლო 12 034 დეპორტირებულია რუსეთში.

უწყების გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეპორტირებულთა შორის 7 819 ნაპოვნია.

"მონაცემები 28 ნოემბრის მდგომარეობითაა დათვლილი329 ბავშვი ამჟამად უკრაინაში დაკარგულად ითვლებახოლო 12 034 დეპორტირებულია რუსეთშიდეპორტირებულთა შორის 7 819 ნაპოვნია". - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics