18:07 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 14:30:53, 928 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - აშშ-ც ეთანხმება ევროკავშირის რჩევას, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნოს

აშშ-ც ეთანხმება ევროკავშირის რჩევას, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი უნდა იყოს წარდგენილი ვენეციის კომისიაში,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ძალიან მტკიცე რჩევა და რეკომენდაციაა, რომ შემუშავებული კანონპროექტი წარედგინოს ვენეციის კომისიას იმიტომ, რომ გაირკვეს, შეესაბამება თუ არა ის კონკრეტულ გარემოს და სიტუაციას.

„ევროკავშირის ძალიან მტკიცე რჩევა და რეკომენდაციაა, რომ შემუშავებული კანონპროექტი წარედგინოს ვენეციის კომისიას იმიტომ, რომ  რამდენად შეესაბამება და პასუხობს ის არსებულ სიტუაციას 12 რეკომენდაციის ნაწილით, ზოგადად, საკანონმდებლოდ, ეს მიმართულება არის საკმაოდ კომპლექსური, ახალი და ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების მოსმენა, თუ რამდენად შეესაბამება ის კონკრეტულ გარემოს და სიტუაციას და სწორედ ამიტომ, აშშ-ც ეთანხმება ევროკავშირის ამ რჩევას, რომ აღნიშნული კანონპროექტი უნდა იყოს წარდგენილი ვენეციის კომისიაში“,- განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭრა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ „დეოლიგარქიზაციის“ კანონის მიღებამდე უნდა იყოს შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics