|
2022-11-27 17:53:49, 869 ნახვა
პოლიტიკა
„დროა“ - საქართველოს საპატრიარქო წლებია პრორუსულ ჯგუფებს ქმნის და სიძულვილს თესავს
ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე განხორციელებულ ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაზე საპატრიარქოს პოზიცია კიდევ უფრო აღვივებს და აძლიერებს სიძულვილს, ძალადობას საქართველოში, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პარტია „დროა“ ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, წლებია, საქართველოს საპატრიარქო ძალადობრივ, პრორუსულ ჯგუფებს ქმნის, აძლიერებს და იყენებს მათ წინააღმდეგ, ვინც კონკრეტულ შემთხვევაში მათ ინტერესებს უპირისპირდება. „საპატრიარქოს სპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ მონაზონზე განხორციელებული ძალადობა მედიას დააბრალა. ეს კიდევ უფრო ზრდის საფრთხეს ჟურნალისტებისთვის, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში მიზანმიმართული, წახალისებული აგრესიისა და ფიზიკური თავდასხმების მსხვერპლები არიან. ანდრია ჯაღმაიძის განცხადება არ არის ერთეული შემთხვევა და საპატრიარქო უკვე წლებია ყოფს საქართველოს საზოგადოებას და სიძულვილს თესავს. წლებია, საქართველოს საპატრიარქო ძალადობრივ, პრორუსულ ჯგუფებს ქმნის, აძლიერებს და იყენებს მათ წინააღმდეგ, ვინც კონკრეტულ შემთხვევაში მათ ინტერესებს უპირისპირდება. ყველა ეს ჯგუფი საპატრიარქოსა და ქართული ოცნების ინსტრუმენტია საზოგადოებაზე ძალადობრივი კონტროლის მოსაპოვებლად. მედიის, აქტივისტების, უმცირესობების თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფისგან მტრის ხატის შექმნა, მათი ჩაგვრა, ძალადობა, შიშის დათესვა და საზოგადოების სიძულვილით კვება რუსული მართვის მოდელია, რასაც მყარი რუსული კავშირების მქონე საპატრიარქო და ხელისუფლება წლებია იყენებენ. რუსეთთან საპატრიარქოს კავშირი უკვე ღია და დაუფარავია. უკრაინაში ომის შესახებ სრული დუმილის ფონზე, საქართველოს პატრიარქი იყო ერთადერთი სასულიერო ლიდერი მთელ მსოფლიოში, ვინც რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა. კირილი ვლადიმერ პუტინის იდეოლოგიური საყრდენია და მისი პოლიტიკის გამტარებელია, მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის სასტიკ, არაადამიანურ ომს. სწორედ სიძულვილით, მტრობით, ძალადობით საზოგადოების კვებამ გააღვიძა ადამიანებში არსებული ყველაზე ბნელი ინსტინქტები. ამის შედეგია მზარდი ფემიციდი, ცხრამუხის მონასტერში მომხდარი ძალადობა, არასრულწლოვანებზე განხორციელებული ძალადობის გახშირებული ფაქტები. ძალადობის ეს ტალღა არათუ არ შემცირდება, არამედ პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება პრობლემის ფუნდამენტთან დაპირისპირების გარეშე - ქვეყნის მართვის რუსული მოდელი, რომელსაც საპატრიარქო და ქართული ოცნება იყენებენ“,- წერია განცხადებაში.
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)