18:07 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 22:35:15, 1065 ნახვა

პოლიტიკა
ქაცარავა - ოკუპანტებმა ჩვენი მოქალაქე, ლეო ჯარმელიშვილი გაიტაცეს და მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს

ოკუპანტებმა ჩვენი მოქალაქე, ლეო ჯარმელიშვილი გაიტაცეს და მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს. - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ განაცხადა.

მისივე თქმით, გრძელდება გატაცებები, ბორდერიზაციის პროცესი გააქტიურებულია და მიმდინარეობს ჩვენი მიწების ახალი ოკუპაციისათვის მზადება.

"ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ოკუპანტებმა 23 ნოემბერს ჩვენი მოქალაქე, ლეო ჯარმელიშვილი გაიტაცეს.
როგორც გავარკვიეთ, ოკუპანტებმა მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს.
ოკუპანტების აქტივობა სამწუხაროდ არ მცირდება.
გრძელდება გატაცებები, ბორდერიზაციის პროცესი გააქტიურებულია და მიმდინარეობს ჩვენი მიწების ახალი ოკუპაციისათვის მზადება, რომელიც გულისხმობს ჩვემი კონტროლირებადი ტერიტორიის, 208 კვადრატული კილომეტრის (208 000 000 კვ.მ) წართმევას". - განაცხადა ქაცარავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics