16:36 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 09:44:20, 1188 ნახვა

მსოფლიო
მერკელი - პუტინისთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლება და მე აღარ მქონდა ეს ბერკეტი, რადგან მივდიოდი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, ვეღარ ახერხებდა გავლენა მოეხდინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, რადგან  თანამდებობას ტოვებდა.

როგორც მერკელმა ჟურნალ Der Spiegel- თან ინტერვიუში განაცხადა, 2021 წლის ზაფხულში, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და პუტინს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, მას უკრაინის თაობაზე „დამოუკიდებელი ევროპული ფორმატის ჩამოყალიბება“ სურდა კრემლის ხელმძღვანელთან, საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან და ევროკავშირის საბჭოსთან ერთად. 

მისივე თქმით, ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა ყველა პოლიტიკოსმა.

”მაგრამ მე აღარ მქონდა ბერკეტი, რადგან, საბოლოოდ, ყველამ იცოდა, რომ შემოდგომაზე მივდიოდი”, - განაცხადა კანცლერმა

მერკელმა ასევე ისაუბრა 2021 წლის აგვისტოში მოსკოვში მის ბოლო ვიზიტზე, რომლის დროსაც იგრძნო, რომ მას აღარ აღიქვამდნენ გავლენიან პოლიტიკოსად.

„რაც შეეხება პოლიტიკაში გავლენას, პუტინისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ძალაუფლება. ამ ბოლო ვიზიტზე მან ლავროვიც მოიყვანა, თორემ ხშირად მარტო ვხვდებოდით ერთმანეთს“,- დასძინა მერკელმა.

შეგახსენებთ, რომ ანგელა მერკელმა ფედერალური კანცლერის თანამდებობა 2021 წლის 8 დეკემბერს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე სამი თვით ადრე დატოვა.

ამასთან, სექტემბრის დასაწყისში ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინის სიტყვების სერიოზულად მიღებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატში მის განცხადებას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა, რომ თითქოს ევროპაში მშვიდობა რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics