19:52 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 18:17:53, 1086 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მადრიდში, სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) პრეზიდიუმის სხდომებში მონაწილეობს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე მადრიდში, ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) პრეზიდიუმის სხდომებში მონაწილეობს.

პრეზიდიუმი ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, ევროპარლამენტის წევრებთან და საერთაშორისო სოციალისტთა (SI) გენერალური მდივნობის კანდიდატთან, ბენედიქტთა ლასთან ერთად გახსნა. 

პრეზიდიუმის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო სოციალისტთა (SI) მოქმედ თავმჯდომარესთან გეორგიოს პაპანდრეუსთან, ევროპარლამენტარებთან და ესპანეთის სოციალისტურ მუშათა პარტიის (PSOE) სხვადასხვა წარმომადგენელთან. 
საერთაშორისო გაერთიანების წევრები ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონში არსებულ სიტუაციას განიხილავენ, მოისმენენ IUSY-ს პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და საკონტროლო კომისიის ანგარიშებს. პრეზიდიუმი იმსჯელებს 2023 წლის სამოქმედო გეგმაზეც.

"ქართული ოცნების“ ახალგზრდული ორგანიზაცია IUSY-ს პრეზიდიუმზე პირველადაა მიწვეული, რაც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ მშვიდობის კომიტეტის (PTN) შექმნას უკავშირდება. მშვიდობის კომიტეტის პირველ პროექტს საქართველომ მიმდინარე წლის სექტემბერში უმასპინძლა, რომლის შემდეგაც კომიტეტის სამომავლო საქმიანობის გეგმა განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ IUSY 100-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე ახალგაზრდულ პოლიტიკურ ორგანიზაციას აერთიანებს, რომელიც თავისმხრიგ საერთაშორისო სოციალისტთა წარმომადგენელი ორგანიზაციაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics